ინტერვიუ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთან
საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ შესაძლო თანამშრომლობა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის სასამრთლო პროცესი, NDI -ის კვლევები და ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით „მეტრონომ ჯი“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
„მეტრონომ ჯი“ : აშშ- ში რესპუბლიკელთა მოსვლის შემთხვევაში (რომლის ალბათობაც დიდია), შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიცია დატოვა ძირითადმა პროდასავლურმა პარტიამ და ამავე კოალიციაში ბევრი „გაურკვეველი ორიენტაციის“ პარტიაა.
კორნელი კაკაჩია: „პირველ რიგში მნიშვნელოვანია რესპუბლიკელთა რომელი ფრთა გაიმარჯვებს, რადგან ამ პარტიაში არიან როგორც ინტერნაციონალისტები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს და იზოლაციონისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკამ არ უნდა შეასრულოს გლობალური პოლიციელის როლი. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ვფიქრობ მნიშვნელობა არ არქვს რომელი პარტია გაიმარჯვებს. აქ უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის ინტერესები, რომელსაც სურს დამოუკიდებელი უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვება უარყოფითი მოვლენაა, რადგან კოალიციის პროდასავლურობა შეირყა, თუმცა იქ რჩებიან რესპუბლიკები“.
„მეტრონომ ჯი“ : 2013 წელს ქვეყანამ გაამკაცრა სავიჟო რეჟიმი გარკვეულ ქვეყნებთან. მაშინ ამ გადაწყვეტილებას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. დღეს, ხელისუფლება ცდილობს ამ გადაწყვეტილების გადახედვას (საუბარია ირანთან ისევ ძველი ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე). ჩვენ ვიცით ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები. საინტერესო იქნებოდა, თუ ისაუბრებდით ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მხარეზე.
„მეტრონომ ჯი“ : „ 2013 წელს სავიზო რეჟიმის გამკაცრება არასწორი ნაბიჯი იყო. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვია მისივე ამომრჩეველი იყო. როგორც კოალიციაა ჭრელი, ჭრელია მისივე ელექტორატიც. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ეს იყო. მათ არ მოსწონდათ ქვეყანაში ეგვიპტელების, ინდოელების, ერაყელების და ირანელების ყოფნა, რომლებიც მკვიდრდებოდნენ საქართველოში ყიდულობდნენ სასაფლო-სამეურნეო მიწებს. ხელისუფლებამ სწორედ ეს სეგმენტი დააკმაყოფილა. დღეს კოალიციაში მიხვდენენ, რომ ეს სააკაშვილის ახირება კი არ იყო, ირანი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, თუნდაც არაღიარების პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ ხდება კურსის ცვლილება. საერთოდ, ამ ხელისუფლებას ახასიათებს გარკვეული წყვეტა გააკეთოს სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რადგან მათვის წინა ხელისუფლების ნაბიჯები აპრიორში არასწორად ითვლება.“
„მეტრონომ ჯი“ : ბოლო დროს ყველაზე აქტუალური „გაზპრომთან“ შესაძლო თანამშრომლობის საკითხია. საქართველოში ეს უფრო მეტად პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური. როგორ ფიქრობთ, „საშიშია“ რუსეთთან ენერგოთანამშრომლობა?
„მეტრონომ ჯი“ : „ზოგადად რუსეთი თავისი ისტორიიდან გამომდინარე და გაზპრომის ისტორიიდან გამომდინარეც ძალიან სახიფათო პარტნიორია ამ დარგში. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებით – პოლონეთთან, უკრაინასთან. „გაზპრომი“ არის რუსეთის ინსტრუმენტი საგარეო და უსაფრთოხების პოლიტიკის მეზობელი ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს საფრთხე მასთან თანამშრომლობის. ჩვენ ვიცით რომ „გაზპრომის“ ფასი საკმაოდ მაღალია სომხეთისთვის. ჩვენ კი იაფად ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანიდან. აქედან გამომდინარე, თუ ამის უკან პოლიტიკა არ დგას, რატომ უნდა დათანხმდეს „გაზპრომი“ საქართველოსთვის გაზის იაფად მოწოდებაზე, როცა რუსეთისთვის ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარა ბაზარია. შესამჩნევია, ასევე ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების აშკარა ლობირება რუსეთთან თანამშრომლობაზე. ეს ყველაფერი გარკვეულ შეკითხვებს აჩენს. თუ გვინდა დივერსიფიკაცია შეგვეძლო დაგვეწყო მოლაპარაკებები ირანთან და ეს უნდა იყოს ერთიანი პოლიტიკის ნაწილი. ძალიან საყურადღეობოა, რომ „გაზპრომთან“ ასეთმა ცალსახა პოზიციამ არ გამოიწვიოს ჩვენი მოკავშირეების აზერბაიჯანისა და თურქეთის გაუცხოება. ნათლად უნდა იყოს ახსნილი რატომ შემოგვყავს ბაზარზე ახალი მოთამაშე.“
„მეტრონომ ჯი“ : საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს აქტიურად იყენებს ფარულ ჩანაწერებს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. 2012 წელს, არჩევნების წინ გამოქვეყნებულმა მასალებმა თითქმის გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების ბედი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ჩანაწერებს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაშიც გამოიყენებს. როგორ ფიქრობთ, იგივე შედეგის მოტანა შეუძლია ამ კადრებს, რა შედეგიც 2012 წელს მოიტანა?
„მეტრონომ ჯი“ : კომპრომატებით ბრძოლა ქართულ პოლიტიკისთვის უკვე ტრადიციაა. ზოგადად კომპრომატებს სხვა ქვეყნებშიც იყენებენ იგივე მიზნებისთვის, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენთან. საზოგადოებას აყურებინო საზარელი კადრები და ამით ჩამოაცილო ოპონენტი პოლიტიკას, ეს დაუშვებელია. 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ გაუმართლა, დღეს ასეთი კადრების ასე ხშირად ჩვენება ძალიან სახიფათოა. პოლიტიკომპრომატებს შეიძლება საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს და ბუმერანგივით დაუბრუნდეს ხელისუფლებას. NDI -ის კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს აპათია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ და ორივე პარტია ცდილობს მიაღწიოს წარმატებას სხვისი შეცდომების ხარჯზე. ეს ბუნებრივია, რადგან მათ არ აქვთ რესურსი მოსახლეობას სიახლეები შესთავაზონ სოციალურ – ეკონომიკური კუთხით.
„მეტრონომ ჯი”: NDI- ის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა შედარებით ახალი პარტიები (თავისუფალი დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი) 2016 წლამდე საზოგადოების ამ ნაწილის გადაბირებას და ჩემს მიერ ნახსენებ პარტიებს შორის რომელს აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში?
„მეტრონომ ჯი“ : ამ პარტიებს გარკვეული შანსი აქვთ და კიდევ სხვებს, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილან პოლიტიკურ ასპარეზზე. მაგალილითად, ლევან ვასაძე, პაატა ბურჭულაძე, რომლის მხარდამჭერადაც ეკლესია მოიაზრება და ეკლესიის თანადგომის პირობებში მათ გარკვეული მხარდაჭერის მოპოვება შეუძლიათ. შემთხვევითი არაა, რომ პაატა ბურჭულაძე დადის რეგიონებში და ხვდება ხალხს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პარტიული სისტემა ძალიან სუსტია, ხშირია რყევები. თუნდაც ალასიანია, მას გაუჭირდება მარტო არჩევნებზე. პარტია თუ გეგმავს 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მაშინ გასაგებია, მაგრამ დიდი მხარდაჭერისთვის ალიანსი ესაჭირობა. ვფიქრობ, ჯერ დიდ მოთამაშეებს სვლები არ გაუკეთებიათ. ჩვენ უნდა ველოდოთ დიდ გადაჯგუფებებს. ქართული რეალობისთვის დამახასიათებელია ბოლო ერთ წელიწადში დიდი ცვლილებები. ზოგადად საქართველოში, პოლიტიკური პარტიები ისევ ჩამოყალიბების პროცესში არიან, მათ არ ჰყავთ სოციალური დასაყრდენი, განსხვავებით დასავლური პარტიებისგან .
„მეტრონომ ჯი“ : როგორ ფიქრობთ, თუ სასამართლო ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და „რუსთავი 2“ -ის ახლანდელ მფლობელებს ჩამოართმევს არხს, ამ პროცესს ექნება იგივე გამოხმაურება (მათ შორის საერთაშორისო არენაზე), რაც „იმედდთან“ დაკავშირებით იყო?
„მეტრონომ ჯი“ : გარკვეული გამოხმაურება ექნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რა პოლიტიკას გაატარებს „ რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემთხვევაში. ვფიქრობ, ახალი მფლობელის პირობებში , გარკვეული პერიოდის განმავლობაში არხი ისევ დარჩება კრიტიკულად. თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით დააკნინებს მედიაპლურალიზმის მდგომარეობას ქვეყანაში. თუ გადავხედავთ სხვა ტელევიზიებს, ვნახავთ წინასაარჩევნო პერიოდში „რუსთავი 2“ -ის მაუწყებლობის მნიშვნელობას. ხელისუფლებას არ აქვს რესურსი გაზარდოს საკუთარი რეიტინგი. აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის კონტროლი შეძლოს.
„მეტრონომ ჯი“ : სულ მალე, „ქართული ოცნების” მმართველობის მე- 4 წელი დაიწყება. ოპონენტები წარუმატებლად მიიჩნევენ თითქმის ყველა სფეროში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით ეკონომიკაში. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა სფერო, სადაც დღევანდელი ხელისუფლება წარმატებული იყო?
„მეტრონომ ჯი“ : ჯანდაცვის რეფორმა ზოგადად ყველაზე წარმატებულად ითვლებოდა საზოგადოების მხრიდან. ამას NDI -ის კვლევებიც ადასტურებს. საინტერესოა, რამდენად გაუძლებს ამას სახელმწიფო ბიუჯეტი. მეორე სფეროდ, მედიაგარემოს თავისუფლება ითვლებოდა, თუმცა „რუსთავი 2 „-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა.
მესამე სფეროდ, შეიძლება სოფლის მეურნეობა დავასახელოდ, თუმცა საზოგადოებამ ვერ დაინახა შედეგები. მხოლოდ ის ვიცით, რომ ბიუჯეტიდან დიდი დაფინანსება მიიღო. ზოგადად, ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა იდეოლოგიის არარსებობაა. მათ ვერ მოიზიდეს ახალი კადრები, ვერ დააინტერესეს ახალგაზრდები . ისინი ინერციით მიდიან მათ შორის საგარეო პოლიტიკაში.
ესაუბრა მარიამ ვარადაშვილი