aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა და ხალხი ქვეშ მოიყოლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა და ხალხი ქვეშ მოიყოლა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “მთავარი არხი” იუწყება, თხილით დატვირთული ტრაქტორი ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც მას საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა.

“ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო 5 პაციენტი. 2 მათგანი ზუგდიდის ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას, 2 კი ჩვენთან რჩება დაკვირვების ქვეშ. მათი მდგომარეობა სტაბილურია” – განაცხადა წალენჯიხის საავადმყოფოს ექიმმა.

იტვირთბა....