„აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა, როდესაც პარტია, რომელსაც 20 პროცენტი არ აქვს, მუდმივად ამბობს, რომ აიღებს 50 პროცენტს. ყველაზე დიდი ციფრი, რაც ისტორიაში საქართველოში არჩევნებზე ყოფილა, იყო 2 მილიონ 150 ათასი კაცი. დაახლოებით 1 მილიონ 950 ათასი არის ის ხალხი, ვინც მოდის არჩევნებზე. ჩვენ დღეისთვის გამოვკითხეთ 840 ათასი კაცი, მათი აუდიოჩანაწერი გვაქვს, მილიონ 200 ათას ფურცელზე შევსებული, ანუ ნახევარი ამომრჩეველი აუდიოჩანაწერში ამბობს, ვის უჭერს მხარს. პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ აქვს 20 პროცენტზე ნაკლები და 3.5 პროცენტი აქვს „ნაცმოძრაობას“. ამიტომ უპასუხისმგებლობაა კობახიძის განცხადება.”
დავით თარხან-მოურავი – “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი.