მსოფლიო

რუსეთი სირიაში სამიზნეების დაბომბვას აგრძელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო საჰაერო ავიაციამ Isil-ის და Nusra-ს ფრონტის ტერორისტების 285 სამიზნეზე მიიტანა იერიში, მათ შორის, დამასკოს გარეუბნებში განლაგებულ ორ ანგარსა და აღჭურვილობის საწყობზე. ეს იმ ფონზე, როდესაც, პარალელურად, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიური მოლაპარაკებები განახლდა.

ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ რუსეთის მიერ განადგურებული სამიზნეების 80 პროცენტი იმ ტერიტორიაზეა, რომელიც ისლამისტ სამხედროებს არ უკავიათ. შეერთებული შტატები მოსკოვს ასადის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსეთი ყველანაირად უწყობს ხელს ასადის ხელისუფლებაში დარჩენას.

ორშაბათს სირიის პრეზიდენტს დიპლომატიური ვიზიტით ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსუფ ბინ ალავი ეწვია, რომელსაც გამოცდილი მედიატორის რეპუტაცია აქვს.

ამავე დროს, ვაშინგტონის ცნობით, ახლახანს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფეონო საუბრისას განიხილა სირიის სიტუაცია. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების გაგრძლება კვირის ბოლოსაა მოსალოდნელი.

იტვირთბა....