ახალი ამბები ბანკები ბიზნესი მთავარი სპორტი

“ვითიბი ბანკი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

“ვითიბი ბანკისა” და “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად “ვითიბი ბანკი” “ფეხბურთის ფედერაციის” გენერალური სპონსორი გახდა.

ახალი შეთანხმების თანახმად “ვითიბი ბანკი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად “ვითიბი ბანკი” საქართველოს ეროვნული, ყველა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების გენერალური სპონსორი იქნება.

მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: “4 წლის წინ ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ.“

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა:

„უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია.

ჩვენი სურვილია პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად გავხდეთ,  “ფეხბურთის ფედერაციის” და ყველა ასაკობრივი ნაკრების გენერალური სპონსორი.

პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის ხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“

 

 

 

 

 

იტვირთბა....