ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტთა მიღება საავადმყოფოს ორ კორპუსში განახლდა.

“გუშინ, დღის მეორე ნახევარში განვაახლეთ ორ კორპუსში პაციენტების მიღება. განახლდა აივ/შიდსის და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება მხოლოდ ერთ კორპუსში. კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ჩვენი ძირითადი ბაზა არის ბოქსირებული განყოფილება, მაგრამ ამ განყოფილებაში ჯერ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ სამ კვირაში მიწოდების ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ,  ინფექციურმა საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას დასახელდა.

იტვირთბა....