დღეიდან, 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. თარიღი პრეზიდენტმა დანიშნა და შესაბამის განკარგულებას ხელი 31 აგვისტოს მოაწერა.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.