ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეამოწმეთ ანგარიში: ვის ჩაერიცხება დღეიდან 200-ლარიანი დახმარება

მთავრობის წინასაარცევნო ინიციატივის მიხედვით, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge. აღნიშნულ საიტზე რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

როგორც ირკვევა, დღეიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა იწყება და მათ ვინც სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე გაიარეს, თანხა დღეიდან ჩაერიცხებათ.

შენიშვნა: საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.

იტვირთბა....