ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებულების მდგომარეობა გაუმჯობესდა – ლევან რატიანის განმარტება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

„პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი. ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნერვოლოგიურისტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს“ – აღნიშნა ექიმმა.

ცნობისათვის, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....