ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება – შევცვალოთ ოპოზიცია” – გია ჟორჟოლიანი

დღეს, 12 საათზე, პარტიის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ,,სოციალ-დემოკრატები -საქართველოს განვითარებისთვის“ პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა. ,,მეტრონომი“ გია ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

“მეტრონომი”:  2020 წლის არჩევნების წინ, როგორ შეაფასებდით პარტიათა საარჩევნო სპექტრს?

გია ჟორჟოლიანი: ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ურთიერთბრალდებებმა და კინკლაობამ ჩვენი ყოველდღიური  რეალობა წალეკა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა, რაც დამღუპველია საქართველოს მომავლისა და განვითარებისთვის.

– თუმცა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ძნელია საარჩევო გარემოზე ზემოქმედება?

– პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებლად მიგვაჩნია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა ქართულ პოლიტიკაში, რათა მეტი ასპარეზი მიეცეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებას ,,ქართული ოცნების“ მიმართ.

თუ გვინდა შევცვალოთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება.

–  “სოციალ-დემოკრატები“ დაასახელებთ საკუთარ მაჟორიტარებს?

– იმისათვის, რომ არ გაიყოს “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეთა ხმები,  ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩეველს მხარი დაუჭიროს  ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე კანდიდატს.

–  პროპორციული სიით?

– ჩვენ მთელ ძალებს მივმართავთ პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. პარლამენტში აიცილებლად  მოვხვდებით სერიოზული წარმომადგენლობით და გადამწყვეტ გავლენას მოვახდენთ ქვეყნის განვითარებაზე. 14 სექტემბერს ჩვენ წარვადგენთ საარჩევნო პლატფორმას და პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც  პარტიის პროპორციულ სიაში იქნებიან. ასე რომ, ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვეუბნებით: თუ გვინდა შევცვალოთ საქართველოს მომავალი,  მხარი დაუჭირეთ პარტიას ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“.

ჯიმშერ შხვაცაბაია

 

 

 

 

იტვირთბა....