24 წლის სევა, რომლის ცოცხლად დაწვა სცადა, საავადმყოფო დღეს დატოვა. სევას დედა, ირინე შამოიანი თავის შვილისა და მისი ყოფილი შეყვარებულის ურთიერთობაზე „ფორტუნასთან” საუბრობს. მისი თქმით, სევა შეყვარებულს მაშინვე დაშორდა, როგორც კი მას პათოლოგიური გადახრები შეამჩნია.
„სულ ამბობს, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ რამეს თუ გააკეთებდაო. ამბობს, რომ პირველი „გაჭედვის” შემდეგ დავშორდიო. თურმე არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად იყო და ამ დროს უხეშიც იყო და გინებაც უყვარდა. რამდენიმე თვის დაშორებული იყვნენ, როდესაც დაბადების დღეზე შემთხვევით ნახა და ისევ მიწერა იმ ბიჭმა და აღარ შეეშვა. ყვავილებს აგზავნიდა და პატივს სცემდა. მისცა შანსი, მაგრამ მალევე ისევ ძალიან იჩხუბეს. იმის მერე საერთოდ დაბლოკა და კონტაქტი არ ჰქონდა.
ბოლოს მიწერა, უნდა შეგხვდე ბოლოჯერო, რაზეც ჩემმა შვილმა უარი უთხრა, მიწერა, რომ მეგობრებთან ერთად ზღვაზე წასასვლელად ემზადებოდა. მაგრამ დამუქრებია, თუ არ გამოხვალ, აგაფეთქებ, ცოცხლად დაგწვავო, მიუწერია. ჩემმა შვილმა იფიქრა, გავალ და ვნახავ, რას გაბედავს ხალხშიო. თან იქვე პოლიციის შენობაა. იფიქრა, რომ ვერაფერს გაბედავდა. გავიდა და ნახა…” – ამბობს ირინე შამოიანი.
ცნობისთვის, 29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. სევას სრულად გამოჯანმრთელებისთვის დახარება სჭირდება.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365869289მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
თიბისი ბანკი:
GE79თB7825736010100017მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
ლიბერთი ბანკი:
GE13LB0711116423039000GELმიმღები- ირინე შამოიანი (დედა)