მთავარი ციტატა

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოუვიდათ, შეუკვეთეს სააკაშვილი და ჩამოვიდა ვარშალომიძე” – სოფიო კილაძე

“ხუმრობით რომ ვთქვათ, რა შეუკვეთეს და რა ჩამოუვიდათ. სააკაშვილმა თქვა, რომ ჩამოვიდოდა და ჩამოვიდა ვარშალომიძე. ბატონი სააკაშვილი როცა ჩამოვა, ისევე, როგორც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, შესაბამისი პროცედურები ელოდება. ვარშალომიძე და სააკაშვილი ჩამოვლენ თუ არა საქართველოში, ეს არჩევნების ბედს ვერ გადაწყვეტს, რადგან მათ ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა, თუმცა ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ისინი უმრავლესობით მოვიდნენ. ეს არის ძალიან მარტივი არითმეტიკა და ეს არითმეტიკა კიდევ ერთხელ გაფორმდება არჩევნებზე.”

სოფიო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე 30 აგვისტოს საქართველოში დაბრუნდა. ის ბათუმში, საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

იტვირთბა....