ბალტიის ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 30 ბელარუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. სიაში თავად პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც მოხვდა.
შეზღუდვების თანახმად, ჩინოვნიკებს ბალტიის ქვეყანებში შესვლა აეკრძალებათ.
ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.
ცნობისათვის, 30 აგვისტოს, პროტესტის 22-ე დღეს მინსკსა და ბელარუსის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.