ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში – სავარაუდოდ ცემით გარდაცვლილი პატიმრის გამო, ე.წ. შს მინისტრი გადააყენეს

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევი, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა.

როგორც ცხინვალის ე.წ. პროკურატურა აცხადებს, პატიმარი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, სხეულზე დაზიანებებით შეიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პატიმრის გარდაცვალების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში პროტესტის ტალღა აგორდა.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა კი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულებას მოაწერა ხელი.

ე.წ. პარლამენტში ასევე განიხილება დე ფაქტო მთავრობის გადაყენების საკითხიც.

იტვირთბა....