თვითმხილველების თქმით, მკვლელობა პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. ახალგაზრდა კაცმა დაპირისპირების განმუხტვად შეეცადა და უცხო პირების გაშველების დროს სასიკვდილოდ დაჭრეს.
“ჩხუბი იყო მის სახლთან, ყვირილის ხმაზე გამოვიდა, გასაშველებლად მივიდა და მაგ დროს გაუყარეს დანა. როგორც ამბობენ დანის დარტყმით ბიჭი ადგილზე გარდაცვლილა” – აცხადებს ადგილობრივი.
ცნობისათვის, გულ-მკერდის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი, ალადაშვილის კლინიკაში, 27 აგვისტოს გარდაიცვალა.