მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს 40 დღეა ეძებენ. მოზარდი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის ძებნის ფარგლებში უკვე შემოწმდა 7 მდინარის კალაპოტი და 18 სოფლის მიმდებარე ტერიტორია. სამძებრო სამუშაოებში დღემდე 80-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს.
მოზარდის გაუჩინარებაზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.