ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მარიამობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

“გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთგატანისა და გატანისა!”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სიონის საკათედრო ტაძარში

იტვირთბა....