მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესი ჯერჯერობით კლუბ ბარსელონას კუთვნილებაა. ჩემპიონთა ლიგაზე საშინელი დამარცხების შემდეგ, ცოცხალმა ლეგენდამ სიჩუმე დაარღვია და ბარსელონადან წასვლაზე ალაპარაკდა. მას შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმები, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს მესი კარიერას.
ახლახანს, ერთ-ერთი ბრიტანული მედიის ინფორმაციით გაირკვა, რომ მესი ახლო მომავალში აპირებს პრესკონფერენციის მოწვევას, სადაც უფრო მის ფანებს მიმართავს და მადლობას გადაუხდის და არ ისაუბრებს კონკრეტულად რომელ გუნდში აპირებს გადასვლას.
თუმცა, პრესა არ ისვენებს და უკვე აქვეყნებს სავარაუდო გუნდებს, სადაც შესაძლოა ხვალ მესი ვიხილოთ. ესენია: მილანის ინტერი, მანჩესტერ სიტი, პარიზ სერჟენმენი და ტურინის იუვენტუსი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ იუვენტუსში მისი ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა. უმეტესად მედია მანჩესტერ სიტის ვარიანტს განიხილავს და არგუმენტად იმას ასახელებს, რომ მესის გვარდიოლას სტილი მოსწონს.
მისმა მეუღლემაც უკვე განაცხადა, რომ მესის პრემიერ ლიგა იზიდავს. უფრო კონკრეტულად კი მანჩესტერ სიტი და გვარდიოლას სტილი. ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი თქმულა, მესი შორს წავიდა და პარიზული გრანდის წამყვან ფეხბურთელს ბრაზილიელ ნეიმარს მანჩესტერ სიტიში მასთან ერთად გადასვლა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ სიტის გამზადებული აქვს 200 მილიონი ფუნტი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ასე თუ ისე, ჯერჯერობით მესი მანჩესტერისკენ იხედება და სიტის ვარიანტს განიხილავს. ამ ვერსიას პირველ ადგილზე აყენებს მედიაც. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მესიმ ბოლო მომენტში, შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს.