წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კლინიკის გენერალური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, მოზარდს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა მოზარდი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე,რის შემდეგაც სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში”- განაცხადა მან.