მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ ჩეპმენს, რომელიც 40 წელია უკვე საპყრობილეშია, შესაბამისმა კომისიამ მეთერთმეტეჯერ უთხრა უარი ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრეს-მდივანი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ჩეპმენს განმეორებით გათავისუფლების მოთხოვნა 2 წლის შემდეგ შეუძლია. პირველად მან ვადამდე გამოშვება 200 წელს ითხოვა, თუმცა მას ლენონის მეუღლის, იოკო ონოს მკაცრი წინააღმდეგობა შეხვდა და არ გამოუშვეს. მას მერე ჩეპმენი ისევ ციხეშია. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
შეგახსენებთ, 1980 წელს ცნობილი ვარსკვლავს ჩეპმენმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოტივად, პოპულარობის მოხვეჭის სურვილი დაასახელა.