“ბოდიშს რომ იხდის, კარგია, მაგრამ არ არის დამაჯერებელი. ბოდიშის მოხდას თავისი დრო აქვს. ბევრი წლის შემდეგ, ბოდიში ცოტა არ იყოს, გაუგებარია. მე არა მგონია, რომ ბოდიში, ან მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მისი მორიგი დაპირება რეალურია.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
2020NEWS
აღნიშნულით ხიხაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.
ანალიტიკოსის შეფასებითვე, „მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამოდის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მისი მოღვაწეობის პერიოდს იხსნებს. სააკაშვილი ქართველ ხალხს დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ის საქართველოში მალე დაბრუნდება.
ამასთან, როგორც სააკაშვილი აცხადებს, მან იცის, რომ დაუშვა შეცდომები და ამის გამო ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის.