ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა ელო­დო ერთი წელი რო­დის გავა და შენი სა­მე­დი­ცი­ნო შან­სე­ბი კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რო, იმი­ტომ რომ თეას ასე ნე­ბავს”- კუკუნაშვილი წულუკიანის ბრძანებას ეხმიანება

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის მსოფ­ლიო ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი იუსტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომლის თანახმადაც, თუ ქორ­წი­ნე­ბი­დან 1 წელი არ არის გა­სუ­ლი, ქალი ინ­ ვიტ­რო (ხელოვნურ) გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­რ შეძ­ლებს. ამის შესახებ მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი “ფეისბუკის” გვერდზე წერს.

კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი წულუკიანის ამ ბრძანებას ქალების დისკრიმინაციად აფასებს.

“წუ­ლუ­კი­ა­ნის მავ­ნებ­ლო­ბის, უცო­დინ­რო­ბის, ქა­ლე­ბის ჩაგ­ვრის და სიბ­ნე­ლის კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა… ქალი ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს თუ 1 წელი არ არის გა­სუ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ან ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში არ არის კაც­თან და ამას ვერ და­ამ­ტკი­ცებს ნო­ტა­რი­უს­თან… ანუ მარ­ტო თუ ხარ, შვი­ლი არ უნდა გყავ­დეს და 40 წლის თუ გა­თხოვ­დი უნდა ელო­დო ერთი წელი რო­დის გავა და შენი სა­მე­დი­ცი­ნო შან­სე­ბი კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რო, იმი­ტომ რომ თეას ასე ნე­ბავს… კა­ცის და გა­თხო­ვე­ბის გა­რე­შე მოკ­ლედ არაფ­რად აგ­დებს ქა­ლებს”, – წერს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა 25 აგ­ვის­ტოს  ბრძა­ნე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი 2020 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბამ­დე ნო­ტა­რი­უ­ლად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს “ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა” იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი:

  • იმ­ყო­ფე­ბი­ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში და ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­სუ­ლია სულ მცი­რე, 1 წელი;
  • იმ­ყო­ფე­ბი­ან ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, სულ მცი­რე, უკა­ნას­კნე­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე უნდა და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით.
იტვირთბა....