“ეს ჩანაწერი ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, ოჯახის დაგეგმვისა და მისი პირადი ცხოვრების ქონის უფლებას. გაუგებარია, რა არის ამ შეზრუდვის ლეგიტიმური მიზანი . ადამიანები კი არ განსაზღვრავენ, როდის გააჩინონ შვილი, არამედ ამას სახელმწიფო განსაზღვრავს. პირად სფეროში სახელმწიფოს მიერ ჩარევა მნიშვნელოვანია დასაბუთდეს, რა იყო ამის მიზანი. ეს ადამიანის განვითარებაში თვითნებურად ჩარევაა.”
გიორგი გოცირიძე – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატი იუსტიციის მინისტრის ახალ ბრძაებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინ ვიტრო(ხელოვნურ) განაყოფიერებას ვერ შეძლებს.
ცნობისთვის,იუსტიციის მინისტრმა 25 აგვისტოს ბრძანებას მოაწერა ხელი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს “ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი:
- იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი;
- იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.