ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 447 შემთხვევაა დადასტურებული.​

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 40-ით გაიზარდა 1 190-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე.

იტვირთბა....