ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია” – ექიმი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმის ინფორმაციით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებისთვის, პატრიარქის გერმანიაში ჩასვლის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის შესახებ Report.ge-ს ს ცისანა შარტავამ განუცხადა. მისივე თქმით,  4 აგვისტოს ილია მეორეს, კატარაქტის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა საქართველოში.

“საზღვრები გახსნილიც რომ იყოს, არავითარი საჭიროება მისი გერმანიაში მკურნალობის ან შემოწმების, ამჟამად არ არსებობს. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის ჯანმრთელობას აქ, საქართველოში ექიმების გუნდი პერიოდულად აკონტროლებს. ყველაფერი სტაბილურად და ნორმალურად არის, თუ საჭირო იქნება უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, მაგრამ ახლა ასეთი საჭიროება არ დგას. მას ახლახანს საქართველოში ჩაუტარდა კატარაქტის ოპერაცია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კატარაქტის ოპერაცია გერმანელმა ექიმმა ჩაუტარა, რომელიც აქ იყო ჩამობრძანებული,” – აღნიშნა ექიმმა.

იტვირთბა....