ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კოჯორში გზების მოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტი განახორციელა. გზის კაპიტალური მშენებლობა, ამჟამად, კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე დასრულდა.

საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, სადაც ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. ქუჩაზე, ასევე, მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელიც, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოების შესრულებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....