საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 27 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ ლარი 3.0804 ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0778 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, შედარებით გამყარდა და 1 ევრო ხვალ 3.6389 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6429 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 აგვისტოსთვის ამოქმედდება.