UFC-ის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას Primetime ავრცელებს.
„დღეს დავბრუნდი ლას ვეგასიდან კალიფორნიაში და ვიმყოფები იზოლაციაში. ძალიან გული მწყდება, რომ ის ბრძოლა რომელსაც ძალიან დიდხანს ველოდებოდი, არ შედგება. მაგრამ მჯერა, რომ ღმერთს სხვა, უკეთესი გეგმები აქვს ჩემთვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“,- ამბობს გიგა ჭიკაძე.
იგი 30 აგვისტოს UFC -ს ოქტაგონზე ალექს კასერესთან ბრძოლას გამოტოვებს.