ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის პროცესი იმართება.

არსებული ინფორმაციით, სხდომაზე 6 მოწმე – სამი გამომძიებელი და სამი პირველ დაპირისპირებაში მონაწილე პირი დაიკითხება.  დღეს მოწმეებმა უნდა დაადასტურონ, თუ რა მოტივი გააჩნდათ „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებს და რატომ დაესხნენ ისინი არაგვის ხიდტან მიმავალ ახალგაზრდებს.

დაცვის მხარე მოსამართლესთან კვლავ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ამის შემდეგ ზ.ხ.-მ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

 

იტვირთბა....