“დღე , 7 ახალი პაციენტი დაგვემატა და სულ 1436 დადატურებული შემთხვევა გვაქვს. მათგან, ერთი დაავადებულთან კონტაქტია, ოთხი – შემოტანილი, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ორი სამედიცინო პერსონალი,”- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიმა მარინა ეზუგბაიამ ჟურანლისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ამ დროისთვის 4 კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტი რჩება.
“გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებიან, მათი პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია და 80% გახლავთ. დღევანდელი მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში 259 მკურნალობს. ჩვენს ცენტრში კი კვლავ 21 პაციენტია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.