არ მეშინია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის. მიმაჩნია, რომ ეს სწორია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა.
“თუ არის საუბრის შესაძლებლობა და თუ ეს მოლაპარაკებები ომის საკითხში წინ წაგვწევს, უნდა გავაკეთოთ. არ ვილაპარაკებთ – არ იქნება შედეგი. მე ეს ზუსტად მესმის. არ გვექნება დიალოგი, არ დავრეკავთ, როცა ეს საჭიროა – მშვიდობიანი შედეგი არ იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
„ნორმანდიულ ფორმატში მეორე შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ომის დასრულების დიდი შანსი გვაქვს. ჩვენს გუნდსა და წინას თუ შეადარებთ – ისე, როგორც მე მსურს, არავის სურდა. მე ვიცი, რომ ჩემზე სწრაფად ამას არავინ დაასრულებს“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.