ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რაღა უნდა ვქნათ აწიო და წამომიყვანეს თბილისამდე” – იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო ღამეზე

“ქვემოთ რომ ჩავედი და ტყეში ავედი, მაშინ მითხრეს 112-ში, რომ გამოვუშვით ჯგუფიო და მე ვუთხარი, თუ ახლა გამოუშვით გააუქმეთთქო. გამოძახება გავაუქმე, რადგან აღარავინ იყო რომ გამოვედი. რისთვის უნდა მოსულიყვნენ, თუ იქ აღარავინ იყო, აღარაფერი ხდებოდა. როდესაც მანქანაში ვუჯექი პოლიციელებს გზაში არაფერი მომიყოლია, მაგრამ სანამ ჩავჯდებოდი მოვუყევი ჩხუბის დროს რაც დავინახე, ის, რაც 112-ს ვუთხარი. მკითხეს ახლა რა ხდებაო და ვუთხარი, რომ არაფერითქო, რაღა უნდა ვქნათ აწიო და წამომიყვანეს თბილისამდე. გზაში კითხვა დამისვა პატრულმა ფოტოკამერაზე და ამაზე ვსაუბრობდით.”

იაკობ ბრეგვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე.

ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....