“სინანულის გრძნობა, რა თქმა უნდა, გამაჩნია. ადრე ძმაკაცი დამეღუპა და იმაზეც ვინანე, რომ არ გავყევი, შემეძლო გადარჩენა და ამაზეც ძალიან ცუდად ვიყავი. ფეხბურთელი ბიჭი, წარმატებული და პერსპექტიული რომ დაიღუპა, განვიცდი. უბრალოდ არ შემიძლია ყველაფრის გამოხატვა, ტირილი და ხალხს ჰგონია, რომ ასე უნდა მოვიქცე. მწერენ თავს რატომ არ იკლავო და ა.შ.”
იაკობ ბრეგვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე.
ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.