ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს პირველი კომენტარი სასულიერო პირზე, რომელსაც პედოფილიაში და მამათმავლობაში ადანაშაულებენ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირზე პირველ კომენტარს აკეთებს, რომელსაც პედოფილიაში და მამათმავლობაში ადანაშაულებენ.

„ეს არის აღკვეცა სქემაში და არა მღვდლად ხელდასხმა. დღეს ის არ ეკუთვნის რუის-ურბნისის ეპარქიას, წამოსულია იქიდან და არც ერთ ეპარქიაში არ ირიცხება. შემოვიდა საჩივრები, რომ ის ასრულებს წესებს, რისი უფლებაც მას არასდროს ჰქონია. მოგვაწოდეს მამხილებელი ვიზუალური მასალაც“ – თქვა ჯაღმაიძემ.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება საბუთი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 3 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა, ბერმონაზონი იაკომე (ლევან ლუკას ძე ჯალაღონია) აღკვეცა დიდ სქემაში და სახელად იოანე უწოდა. დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს მამა ანდრია ჯაღმაიძეც, თუმცა ამბობს, რომ ლევან ლუკას ძე ჯალაღონიას მღვდლად ხელდასხმა არ მომხდარა.

გავრცელებული ინფორმაციით, იოანე ჯალაღონია არასრულწლოვანს პირადი ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა და აშანტაჟებდა.

იტვირთბა....