ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ უჩივლა ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულმა მარიანა ჩოლოიანმა ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილს ქარტიაში

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულმა გამომძიებელმა, მარიანა ჩოლიანიმა საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ქარტია თავად ავრცელებს.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მარიანა ჩოლოიანის და მისი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანების ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 14 აგვისტოს გავიდა და ის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერდა დაუსაბუთებელი ბრალდებები გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობის შესახებ. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....