მთავარი ციტატა

“კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 4 %-ით, გარდაცვალების კი – 12%-ით შემცირდა”- “ჯანმო”

“კორონავირუსის შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონების გარდა ყველგან შემცირდა. გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კოვიდ 19-ის 1.7 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 39 000 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევები 4 %-ით, გარდაცვალების კი – 12%-ით შემცირდა.”

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებშია, სადაც გასულ კვირას, ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი და დაღუპულთა რაოდენობის 62 % დაფიქსირდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულტა რაოდენობა 24 მილიონს აჭარბებს, ინფექციისგან 817 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. 

იტვირთბა....