ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

იტვირთბა....