ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არასრულწლოვანი პროტესტის ნიშნად პროცესებს აღარ დაესწრება” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

“დღეს შევხვდი არასრულწლოვანს და ვისაუბრეთ ბოლო პროცესთან დაკავშირებით, როდესაც ის ცუდად გახდა. არასრულწლოვანმა მითხრა, რომ პროტესტის ნიშნად პროცესებს აღარ დაესწრება და მომმართა, ასევე მეც დამეტოვებინა სხდომა. არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ ეს არის ფარსი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. აქ უკვე განაჩენი გაწერილი აქვს მაია ოშხანელს.”

გიორგი გელხაური – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი.

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....