საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება. მისი თქმით, ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს მხოლოდ კანონის გამკაცრებითა და მისი აღსრულებით ვერ შეეწინააღმდეგებიან. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სწრაფ და მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებთან ბრძოლაში პოლიციას საზოგადოება უნდა დაეხმაროს. ამის შესახებ მაღრაძემ “დაიჯესტს” განუცხადა.
„საშინელი მდგომარეობაა, ყოველდღე ვიღაც კვდება ავარიით. მეტი რაღა უნდა ვქნათ, მეტი როგორღა გავამკაცროთ კანონი – არის უზარმაზარი ჯარიმები და მართვის მოწმობის ჩამორთმევა სხვა მხრივ როგორ გავამკაცროთ. ყველა კუთხეში პოლიცია ვერ დადგება – ადამიანებმაც უნდა იაქტიურონ. თუ თვითონ მძღოლი ვერ აცნობიერებს, რომ არღვევს წესებს და დადის ჩქარა, მაშინ მგზავრებმა უნდა უთხრან. დატოვონ ტრანსპორტი და გადასცენ ნომერი პატრულს და უნდა მოთხოვენ კონკრეტული მანქანის გაკონტროლება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურაზე ხაზის გასმას, უარესი ინფრასტრუქტურა იყო ადრე, ახლა უამრავი გზაა გაკეთებული. რომც არ იყოს ინფრასტრუქტურა, თუ მძღოლი იცავს წესებს საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის ავარიის გამომწვევი. ნელა მოძრაობა მანევრირების საშუალებას ყველა შემთხვევაში იძლევა“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 17 პირი და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.