ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.
„ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ მღებრიშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებულად სცნო და 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა. მან მოსმენის შემდეგ სასამართლოს ჰუმანურობისა და ობიექტური განაჩენისთვის მადლობა გადაუხადა.“ – აღნიშნულია დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.