სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეუფარდა.
სასამარტლო პროცესზე დაცვის მხარემ გათავისუფლების სანაცვლოდ 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და შუა ხნის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა სეუფარდა.
შეგახსენებთ, 2 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტზე ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.