ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შანსები იზრდება”- ჯეიმს სტავრიდისი

ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი “ამერიკის ხმასთან ალიანში საქარტველოს გაწევრიანების შესაძლებლობაზე საუბრობს. როგორც ადმირალი აცხადებს,  თუ ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი პოზიცია არ იქნება, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გააადვილებს.

როგორც ადმირალი აცხადებს, რაც მეტი დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საკითხი გაყინული კონფლიქტები ხდება, ეს კი საქარტველოს ნატოში აწევრიანების შანსებს ზრდის.

რაც მეტი დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უბრალოდ რეალობა, გაყინული კონფლიქტები ხდება. ეს რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის. იგივეს ვფიქრობ უკრაინაზე, თუ დავუშვებთ, რომ ეს [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] გაყინული კონფლიქტებია, რომ ეს ფაქტია, რომელსაც ვერ შევცვლით, ვფიქრობ, საქართველოსთვის ნატოში სრული გაწევრიანებისთვის კარი გაიხსნება,”- აცხადებს სტავრიდისი.

კიტხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნუი პირობით საქართველოს ნატოში წევრობა ტერიტორიების სანაცვლოდ, ადმირალის თქმით, ეს სანაცვლოდ ტერიტორიების მიცემაა.

“ვიტყოდი, რომ ნატოს შიგნით გაცილებით რთულია ნატოს მიყიდო არგუმენტი, რომ რუსეთს [უთხრას, რომ] უნდა დააბრუნო ეს მიწა. ვფიქრობ, რომ ეს ალიანსისთვის უფრო რთულია. ვფიქრობ, ალიანსისთვის, ეგრეთწოდებული, [რუსეთის] „ჯიბის ვეტოს“ დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველოს მივიღებთ წევრად, მაგრამ ამ ორი ტერიტორიის დაბრუნება ნატოს მოქმედებებისთვის ფუნდამენტური ბაზისი არ იქნება. შეიძლება ეს ქართველებისთვის ან უკრაინელებისთვის იყოს მიუღებელი. მაგრამ, მე რომ ქართველი ან უკრაინელი ვიყო, კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას და ამ ტერიტორიების დაბრუნებას, დროთა განმავლობაში ვეცდებოდი,”- განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.

ადმირალის თქმით, უმჯობესია საქართველო ნატოს წევრი იყოს, ვიდრე მისი პარტნიორი, მაგრამ ეს რთული საკითხი მთლიანად ქართველების გადასაწყვეტია და არა ამერიკელების.

 

იტვირთბა....