ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრია რუს დიპლომატს ჯაშუშობისთვის ქვეყნიდან აძევებს

ავსტრიამ რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განცხადება გააკეთა და მიზეზად მისი მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევა დაასახელა. ინფორმაციას ამის შეასახებ ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუს დიპლომატს შპიონაჟში ადანაშაულებენ. ბრალდებულმა ქვეყანა 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.

როგორც ირკვევა, რუსი დიპლომატის ჯაშუშობასთან დაკავშირებით ჩვენება ერთ-ერთი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელმა მისცა. მისი თქმით, ის დიპლომატის დაქვემდებარებაში მუშაობდა. თავად ბრალდებულმა იმუნიტეტის მოტივით ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

ეს ავსტრიისთვის პირველი შემთხვევაა, როცა რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებენ.

იტვირთბა....