“თამარ ბაჩალიაშვილს ანგარიშებიდან რამდენიმე მილიონი მოახსნევინეს და მოიშორეს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვაქვს ეჭვები, რომელი კომპანიების ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ხვდება ალბათ, რომ მე მას ვგულისხმობ და იფიქროს, რომ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავასწრებთ მათ.”
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.