„ეს ორგანიზაცია არის რუსული ორგანიზაცია „ბელაია სტრელას“ ანალოგი საქართველოში, არიან მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელები, კორუფციას კრიშავს და ჩუმად ეხმარებიან პოლიციას. თვითონ გამოვიდნენ ჩემთან კავშირზე, ნუ შიმშილობ ვადვენებთ ყველაფერს თვალსო, პროკურატურასთან რომ იყავიო, ნუ აშიმშილებ ბავშვსო. ხომ იცი ეს პროცესი მაინც არ დამთავრდება კანონიერადო და ჩვენ გვაცადე აღვასრულებთ სამართალსო. პრესსპიკერის ვარიანტი შემომთავაზეს, თუკი რამეს გავაკეთებთ ჩვენო შენ მოგაწვდით ინფორმაციას და შენ მიაწოდე მედიასო, რაზეც უარი ვუთხარი ნუ გამრევთთქო.”
თამაზ ხომასურიძე – გარდაცლილი გიორგი შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა.
თამაზ ხომასურიძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან თავად ისურვა გამომძიებლებს მისთვის კითხვები, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაესვა.
ცნობისათვის, საქმე ეხება ხომასურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არსებობს ინკვიზიტორთა ორგანიზაცია „თეთრი ისარი“, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. თუმცა, პროცესი სეცერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. სეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.