ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი ავტომანქანა შაქარაშვილის საქმეში – ვინ არის ავტომობილის მფლობელი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი ახალი ავტომობილი ჩნდება – „ლიდერფუდის“ კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ 00 საათსა და 49 წუთზე არაგვის ხიდის ქვემოთ შემოვლითი გზიდან BMW-ის მარკის ავტომობილი ამოდის.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზემოხსენებული ავტომობილი 1988 წელს დაბადებულ ზურაბ ბარბაქაძეს ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, ეს დაახლოებით ის დროა, როცა გიორგი შაქარაშვილი და მისი მდევრები ხიდის ქვეშ შემოვლით გზაზე უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა გამოკითხული ავტომობილის მფლობელი.

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....