ხანძრის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კალიფორნია მასშტაბური უბედურების ზონად გამოაცხადა. კალიფორნიაში ხანძარს 6 ადამიანი შეეწირა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, კალიფორნიის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს.
მასშტაბურმა ხანძარმა კალიფორნიის უძველეს სახელმწიფო პარკში 100-მეტრიანი სექვოიას ხეები გაანადგურა.
გასულ კვირას ანომალიური სიცხეებისას ხანძრის კერები 12 000-ზე მეტმა მეხმა გამოიწვია.