ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პუტინი და მე ვთანხმდებით – ჩვენ აქ იმიტომ გვდევნიან, რომ შემდგომ რუსეთზე გადაინაცვლონ”

“ვიღაცები რუსეთში აბობენ, “აი ბელარუსში, აი იქ ბელარუსში”. ბელარუსში კი არა, შენ ხარ დასავლეთის საზღვარზე და შენს შევიწროებასა და დევნას ცდილობენ. პუტინი და მე ვთანხმდებით – ჩვენ აქ იმიტომ გვდევნიან, რომ შემდგომ რუსეთზე გადაინაცვლონ. აქ არის პლაცდარმი აღმართული და ჩვენ ის უნდა გავანადგუროთ. ამ მოსაზრებს ვიზიარებთ მე და პუტინი”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საუბრობს.

19 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ბრძოლის ნაწილია დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ბელარუსში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება აღუთქვა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა.

იტვირთბა....