ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ლუკაშენკომ ადრე თუ გვიან თანამდებობა უნდა დატოვოს” – ციხანოვსკაია

“ალექსანდრ ლუკაშენკომ ადრე თუ გვიან თანამდებობა უნდა დატოვოს”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ განაცხადა.

“როიტერთან” ინტერვიუში ციხანოსვკაიას თქმით, მას არაერთმა საერთაშრისო ლიდერმა დაურეკა, მათ შორის, ბრიტანეთსა და გერმანიიდან.

ციხანოვსკაიას თქმით, მან საერთაშორისო ლიდერებს სთხოვა, ბელარუსს ხალხს დაეხმარონ და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს. მისივე თქმით, იგი ლიეტუვაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა.

იტვირთბა....