საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ადასტურებს.
კლინიკის ინფორმაციით, კორონავირუსი დედ-მამას და მათ ორ შვილს დაუდგინდა, რომელთა შორს ერთ-ერთი თვე-ნახევრის ჩვილია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დედას და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.